top of page
  • ედექტივ კონსალტინგი

ჩანაწერი 1: რა არის ბიზნეს-მოდელი

Updated: Sep 5, 2019

ნებისმიერი კომპანია წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების სისტემას. ამ სისტემის აღწერას ბიზნეს-მოდელს ვუწოდებთ.

ბიზნეს-მოდელი კომპანიის შექმნის, განვითარების და წარმატებული მუშაობის პრინციპებს ადგენს.

ბიზნეს-მოდელი განსაზღვრავს ვინაა მიზნობრივი მომხმარებელი, რას სთავაზობთ მომხმარებელს (ფასეულობა), როგორ ქმნით ფასეულობას (ღირებულების შექმნის ჯაჭვი), როგორ გენერირდება მოგება (მოგების მიღების მექანიზმები).

თანამედროვე კომპანიის გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა ინოვაციურ პროდუქტებსა და პროცესებს კი არა, არამედ ინოვაციურ ბიზნეს-მოდელებს ეფუძნება.

ბიზნეს-მოდელების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტიანი ინსტრუმენტი Business model canvas სახელითაა ცნობილი.

ეს კონცეფცია ალექსანდრ ოსტერვალდერმა და ივ პინიემ შეიმუშავეს (Alexander Osterwalder, Yves Pigneur. Business Model Generation: A Handbook for Visionaries, Game Changers, and Challengers. 2010). იგი კომპანიის მიერ ფასეულობის შექმნის პროცესს 9 ურთირთდაკავშირებული კომპონენტის სახით განიხილავს.

ოსტერვალდერის და პინიეს მიდგომას Business model canvas სახელით იცნობენ. ამ კანვას ასე გამოსახავენ:



ბიზნეს-მოდელის კანვა უნივერსალური აღწერაა იმისთვის, რომ:

  • დავინახოთ ბიზნესი როგორც მთლიანი, როგორც სისტემა, რომელიც ქმნის და ბაზარს აწვდის ფასეულობას;

  • მოვახდინოთ კომპანიის ყველა ძირითადი პროცესის, მათი ურთიერთკავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულებების ანალიზი და შეფასება;

  • გამოვავლინოთ კომპანიის სისუსტეები და პრობლემური ზონები;

  • შევქმნათ ინოვაციური ან განვავითაროთ არსებული პროდუქტები;

  • აღვწეროთ სტრატეგიები და ინოვაციები;

  • გავიაზროთ და განვახორციელოთ ახალი ბიზნეს-მიდგომები და იდეები.


სამწუხაროდ, ბიზნეს-მოდელის კონცეფცია ნაკლებადაა ცნობილი ჩვენი მეწარმეების, ბიზნესის მფლობელების თუ მმართველებისთვის. ამას 3 მიზეზი აქვს:

  1. სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნეს-მოდელის კონცეფციის გამოყენებისათვის საჭირო უჩვეულო ლოგიკასთან;

  2. სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნეს-მოდელის კატეგორიებით და არა ტექნოლოგიებისა და პროდუქტების კატეგორიებით, აზროვნებასთან;

  3. სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნეს-მოდელების შექმნა/დახვეწის სისტემური ინსტრუმენტების სიმწირესა და სირთულესთან.

2,255 views0 comments
bottom of page