ინტელექტის ფაქტორი და კრეატიულობის ფაქტორი დამოუკიდებელი არიან. თანამედროვე კვლევები სულ უფრო მეტად ასაბუთებენ, რომ მაღალი IQ არ ნიშნავს შემოქმედებითი აზროვნების უნარის მაღალ დონეს.
და, პირიქით, - შემოქმედების უნარი არ ნიშნავს ინტელექტის მაღალ დონეს.
თავის დროზე მეცნიერებმა იმის შესწავლა დაიწყეს, თუ რა ხდება მაშინ, როცა ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები გარკვეული მიზეზების გამო ერთმანეთთან კავშირს კარგავენ და ვეღარ ურთიერთობენ. მაშინ გაირკვა, რომ ტვინის ნახევარსფეროები სხვადასხვა, მაგრამ ურთიერთშემავსებელ ფუნქციებს ასრულებენ.
სწორედ მაშინ გაჩნდა ფართოდ ცნობილი მოსაზრებები ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციების შესახებ. აი, ისინი:
ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო პასუხს აგებს შემოქმედებით აზროვნებაზე და სურათის მთლიან აღქმაზე, წარმოსახვის უნარზე, არ არის ცალსახა, ახასიათებს მეტაფორულობა. ადამიანები, რომელთაც მარჯვენა ნახევარსფერო უფრო მეტად აქვთ განვითარებული, შესაბამისად, უფრო მეტად შემოქმედებითები არიან.
ტვინის მარცხენა ნახევარსფერო პასუხს აგებს ანალიტიკურ აზროვნებასა და დეტალებზე, იგი უფრო ცნობიერ და ლოგიკურ აზროვნებზეა პასუხისმგებელი, მართავს რაციონალურ პროცესებს. მარცხენა ნახევარსფეროს მეტად განვითარება ანალიტიკურ მუშაობაში მეტ წარმატებულობას განაპირობებს.
თითოეული ნახევარსფეროს განვითარებას თავისი დამახასიათებელი ნიშნები, თავისი პლიუსები და მინუსები ახლავს თან.
მეტად განვითარებული მარცხენა ნახევარსფეროს მქონე ადამიანები:
სკოლაში ალგებრა მეტად უყვარდათ, ვიდრე გეომეტრია;
ის, რაც პლიუსებად შეიძლება ჩავუთვალოთ:
• არიან წესრიგის მოყვარულები;
• შეუძლიათ საქმის მიმდევრობით, რიგითობით კეთება;
• გააჩნიათ საუბრის და წერის კარგად განვითარებული უნარი;
• გამოირჩევიან სახის სწორი ნაკვთებით;
• უყვართ ლოგიკური დასკვნები;
• შეუძლიათ განავითარონ (სხვისი) იდეები;
• ურთიერთობენ მარტივად.
ის, რაც მინუსებად შეიძლება ჩავუთვალოთ:
• არიან ზედმეტად პედანტები;
• ნაკლებად აქვთ შემოქმედებითი საწყისი, წარმოსახვის უნარი;
• არიან ნაკლებად შორსმჭრეტელები;
• არ უყვართ ხელით მუშაობა.
მეტად განვითარებული მარჯვენა ნახევარსფეროს მქონე ადამიანები:
(სკოლაში გეომეტრია მეტად უყვარდათ, ვიდრე ალგებრა)
ის, რაც პლიუსებად შეიძლება ჩავუთვალოთ:
• არიან იდეების გენერატორები;
• არიან მხატვრული ან მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებულები;
• აქვთ "ოქროს ხელები";
• აქვთ ინტუიცია, შეუძლიათ მომავლის განჭვრეტა.
ის, რაც მინუსებად შეიძლება ჩავუთვალოთ:
• არიან უწესრიგონი;
• არიან რთულები ერთიერთობაში;
• არიან ზედმეტად მგძნობიარენი;
• უჭირთ საუბარი.
ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციებზე საუბრისას არ არის საჭირო ვიზრუნოთ ამ არგუმენტების მეცნიერული სიზუსტეზე: საკმარისია ყველაფერი ეს კარგ მეტაფორად აღვიქვათ, რომელიც კრეატიული პროცესის უზრუნველყოფისთვის აზროვნების სხვადასხვა “რეჟიმებზე” გადართვის აუცილებლობაზე მიგვითითებს.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მრავალი სიტუაცია ტვინის ორივე ნახევარსფეროს შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს. იუმორი ამის კარგი მაგალითია - ხუმრობის “გაგება” მოითხოვს ინფორმაციის როგორც ბუკვალურ, ასე ინტუიციის დონეზე აღქმას.
კრეატიულობის თვალსაზრისით კიდევ ერთი სასარგებლო განსხვავება აღვნიშნოთ: აზროვნება ორ, ცნობიერ და არაცნობიერ დონეზე მიმდინარეობს. კრეატიული აზროვნებისთვის უმნიშვნელოვანესი ქვეცნობიერის ფუნქციებია. ასეთია, მაგალითად, ინტუიცია - ცოდნა, რომელსაც ვერ აღვიქვმათ, რომელიც ქვეცნობიერში “ცხოვრობს” და აქტიურად მონაწილეობს შემოქმედებით აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
ქვეცნობიერის დონეზე საკვირველი იდეები იბადებიან. სწორედ ისინი არიან მნიშვნელოვანი კრეატიული აზროვნებისთვის.
Comments