top of page
  • ედექტივ კონსალტინგი

ჩანაწერი 3: სტილი

Updated: Sep 5, 2019

სხვადასხვა მოდელებში შესაძლებელია გამოიყოს მსგავსი მახასიათებლები, სტრუქტურა ან ქცევა. ასეთ ბიზნეს-მოდელები სხვადასხვა სტილის მატარებლად თვლიან.


სტილის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ ბიზნესის სამი ძირითადი ფორმა:

  1. კლიენტზე ორიენტირებული - ესაა მომხმარებლის ძიება და მათთან ურთიერთობების დამყარება.

  2. ინოვაციებზე ორიენტირებული - ესაა ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნა.

  3. ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული - ესაა პლატფორმების შექმნა და მართვა განმეორებადი მასშტაბური ამოცანების შესასრურებლად.


ბიზნესის თითოეული ფორმის მართვა სრულიად სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, რის გამოც ერთი ორგანიზაციის შიგნით ისინი ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება აღმოჩდნენ ან არასასურველი გავლენა იქონიონ ერთმანეთზე. ამიტომ კომპანიაში ბიზნესის ეს ფორმები უნდა გაიყოს და ძირითადი ყურადღება რომელიმე ერთ მათგანს დაეთმოს.


ბიზნეს-მოდელის სტილის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ:

“გრძელი კუდი” (Long-Tail) - ესაა ბევრის რამის ცოტცოტა გაყიდვა: დიდი რაოდენობის ნიშური პროდუქტების შეთავაზება, როცა თითოეული მათგანი იყიდება შედარებით იშვიათად;


მრავალმხრივი პლატფორმები - აერთიანებენ ორ ან მეტ სხვადასხვა, განსაზღვრული სახით ურთიერთდაკავშირებულ მომხმარებელთა ჯგუფს. ასეთი პლატფორმები ფასეულია ერთი ჯგუფისთვის მხოლოდ მაშინ, თუ მონაწილეობს მეორე ჯგუფიც. პლატფორმა ქმნის ფასეულობას, რომელიც ხელს უწყობს ჯგუფებს შორის ურთიერთობას. მრავალმხრივი პლატფორმის ფასეულობა იზრდება მანამ, სანამ სულ უფრო მეტ კლიენტს მოიზიდავს - ამას ქსელურ ეფექტს უწოდებენ. მაგალითი - იმისთვის რომ მოიზიდოს რაც შეიძლება ფართო აუდიტორია, რაც რეკლამის მსურველებისთვის ძალიან ღირებულია, Google მომხმარებელს უამრავ უფასო სერვისს სთავაზობს;


FREE ტიპის ბიზნეს-მოდელები - მინიმუმ ერთი მნიშვნელოვანი სამომხმარებლო სეგმენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უფასო შეთავაზების შედეგად იღებს სარგებელს. უფასო შეთავაზება არსებობს სხვადასხვა სტილის ბიზნეს-მოდელებში. იმ მომხმარებლების დაფინანსება, რომლებიც არაფერს იხდიან, ხდება ბიზნეს-მოდელის სხვა კომპონენტით ან სხვა სამომხმარებლო სეგმენტით. მაგალითად: უფასო გაზეთები, Skype, Linux. ან სატყუარა და ანკესის მოდელი: ძირითადი პროდუქტი უფასო ან იაფია, ხოლო მოგებას სახარჯი მასალები აგენერირებს: Gillette, პრინტერები HP, Epson, Canon.


ღია ბიზნეს-მოდელები - გამოიყენება ფასეულობის შექმნისა და მიწოდებისთვის გარე პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით. მაგალითად, Procter & Gamble-ის მიერ განხორციელებული ინოვაციების ღია პროცესი, რომელიც ცნობილია “პარტნიორობისა და განვითარების სტრატეგიის” სახელით.


47 views0 comments
bottom of page