სტრატეგიის ხორცშესხმას თავისი სირთულეები ახლავს თან. ეს უაღრესად რთული გამოცდაა და ოთხი დაბრკოლების გადალახვას მოითხოვს.
პირველი დაბრკოლება ის შინაგანი დისონანსია, რომელსაც კომპანიის თანამშრომლები განიცდიან. დიდი ძალისხმევა სჭირდება მათ “გამოღვიძებასა” და სტრატეგიული ცვლილებების აუცილებლობაში დარწმუნებას. მათთვის გაუგებარია - თუკი ორგანიზაციას აქამდე კარგად მისდიოდა საქმე, რატომ უნდა აიტკივონ აუტკივარი თავი და ცვლილებები დაიწყონ?
მეორე დაბრკოლება შეზღუდული რესურსებია. კომპანიები თვლიან, რომ რაც უფრო რადიკალურია ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი სტრატეგიული ცვლილებები, მით მეტი რესურსები სჭირდება მათ განხორციელებას. ეს კი გადაწყვეტილების მიღებას აფერხებს.
მესამე დაბრკოლება მოტივაციაა. რა სტიმულით უნდა ვუბიძგოთ ძირითად მოთამაშეებს შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად სწრაფი და მიზანმიმართული მოქმედებისკენ? ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. მენეჯერებს კი ამდენი დრო არ აქვთ.
მეოთხე დაბრკოლება პოლიტიკური ინტრიგებია. “როგორც ერთმა მენეჯერმა თქვა - ჩვენს ორგანიზაციაში მანამ დაგაგდებენ, სანამ რაიმეს სათქმელად წამოდგებიო”.
ამ პრობლემების დაძლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია ორგანიზაციული რისკის თავიდან ასარიდებლად და ფასეულობის ინოვაციის განსახორციელებლად, ანუ ლურჯი ოკეანის სტრატეგიის საბოლოოდ განსახორციელებლად.
ამის მიღწევა ე.წ. გარდატეხის მომენტის ლიდერობით არის შესაძლებელი, რითაც სწრაფად და დიდი დანახარჯების გარეშე შეიძლება გადავჭრათ ხსენებულ ოთხი დაბრკოლება. თანაც ისე, რომ ცვლილებების განხორციელების პროცესში კომპანიის თანამშრომელთა თანადგომაც მოვიპოვოთ.
Comments