- ედექტივ კონსალტინგი
ჩანაწერი 3: ოთხი მოქმედების მოდელი
Updated: Sep 5, 2019
იმისთვის რომ ფასეულობის ინოვაცია განხორციელდეს, პასუხი უნდა გაეცეს მოცემული დარგისთვის დამახასიათებელ სტრატეგიულ ლოგიკასა და ბიზნეს-მოდელთან დაკავშირებულ ოთხ ძირითად კითხვას:
რა ფაქტორები უნდა გაუქმდეს იმის მიუხედავად, რომ დარგში ისინი თავისთავად ცხადად და აუცილებლად მიიჩნევა?
რა ფაქტორები უნდა შემცირდეს მნიშვნელოვნად დარგში არსებულ სტანდარტებთან შედარებით?
რა ფაქტორები უნდა გაიზარდოს მნიშვნელოვნად დარგში არსებულ სტანდარტებთან შედარებით?
დარგში ადრე არარსებული რომელი ფაქტორები უნდა შეიქმნას?
პირველმა კითხვამ უნდა დაგვაფიქროს, ხომ არ შეიძლება უარი ითქვას ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც დიდი ხანია დარგში კონკურირების საგნადაა მიჩნეული. ზოგჯერ ეს “თავისთავად ცხადი ფაქტორები” არანაირი ფასეულობის მატარებელია ან მავნეც კია. ხშირად მყიდველი სულ სხვა ფაქტორების დაფასებას იწყებს, მაგრამ ბენჩმარკინგზე გადართული კომპანიები არანაირად არ რეაგირებენ და ვერ ამჩნევენ ამ ცვლილებებს.
მეორე კითხვამ უნდა გაგვარკვიოს, რა პროდუქტები ან სერვისები ზედმეტად გართულდა კონკურენტებთან პაექრობის პროცესში, რის გამოც კომპანიები ზედმეტ მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს და მნიშვნელოვნად ზრდიან ხარჯებს - თუმცა არანაირ უკუგებას არ იღებენ.
მესამე კითხვა უარს გვათქმევინებს კომპრომისებზე, რომელთა გაკეთებასაც დარგი აიძულებს მომხმარებელს.
მეოთხე დაგვეხმარება მყიდველისთვის ფასეულობათა სრულიად ახალი წყაროების პოვნაში, ახალი მოთხოვნის შექმნასა და დარგში მიღებული სტრატეგიული ფასწარმოქმნის სისტემის შეცვლაში.