- ედექტივ კონსალტინგი
ჩანაწერი 5: მეთოდი
Updated: Sep 5, 2019
ბიზნეს-მოდელის შექმნის მიზეზები შეიძლება იყოს:
მისწრაფება შეიქმნას ფასეულობა ბაზარზე არსებული დაუკმაყოფილი მოთხოვნილებებისათვის;
ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურებების გატანის შესაძლებლობა;
უკეთესი ბიზნეს-მოდელის გამოყენებით არსებული ბაზრის გაუმჯობესების, შეცვლის ან ნგრევის სურვილი;
სრულიად ახალი ბაზრის შექმნის სურვილი.
არსებულ კომპანიებში ბიზნეს-მოდელის შექმნის მოტივი შეიძლება იყოს:
არსებული ბიზნეს-მოდელის კრიზისი (ზოგ შემთხვევაში - “კლინიკური სიკვდილი”);
ცვლად გარემოსთან მისადაგების მიზნით არსებული ბიზნეს-მოდელის ადაპტაცია, გაუმჯობესება ან დაცვა;
ბაზრისთვის ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტების ან მომსახურების შეთავაზება;
იმ ახალი ბიზნეს-მოდელების კვლევა და შეფასება, რომლებმაც შეიძლება მომავალში არსებული შეცვალონ.
ბიზნეს-მოდელის შექმნისა და განხორციელების პროცესი 5 სტადიას მოიცავს: მობილიზაცია, გაგება, დიზაინი, გამოყენება და მართვა. მოკლედ გავეცნოთ ამ სატადიებს.
მობილიზაცია: ბიზნეს-მოდელის მომზადება წარმატებული დიზაინ-პროექტისთვის

გაგება: ბიზნეს-მოდელის დიზაინის პროცესისათვის აუცილებელი ელემენტების კვლევა და ანალიზი

დიზაინი: ბიზნეს-მოდელის სიცოცხლისუნარი ვარიანტების შექმნა / შემოწმება და საუკეთესოს შერჩევა

გამოყენება:
ბიზნეს-მოდელის პროტოტიპის გამოყენება ბაზრის რეალურ პირობებში

მართვა:
ბიზნეს-მოდელის ადაპტაცია და მოდიფიკაცია ბაზარზე მასზე რეაქციის შესაბამისად
