top of page
  • ედექტივ კონსალტინგი

ჩანაწერი 2: კრეატიულობა და ინოვაციები

Updated: Sep 5, 2019

ინოვაცია არის რაიმე პროცესზე რეალურად განხორციელებული ცვლილება.

ახალი იდეა თავისთავად ინოვაციური არაა. მხოლოდ იმ იდეას შეიძლება ვუწოდოთ ინოვაციური, რომლის რეალიზაცია შესაძლებელია. შემუშავებულ, მაგრამ არარეალიზებულ სიახლეს ნოვაციას უწოდებენ.

ინოვაციის ძირითადი თავისებურება მისი პრაქტიკული გამოყენება და კომერციული სარგებლის პირდაპირი (ფული) ან ირიბი (გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა) მიღებაა.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინოვაციის ნიშნად მისი სამომხმარებლო სიახლე მიიჩნევა. ამასთან, იგი ახალი უნდა იყოს კონკრეტული მომხმარებლებისთვის (კონკრეტული ბაზრისთვის) და არაა აუცილებელი წარმოადგენდეს სიახლეს ყველასათვის (იყოს ახალი გლობალური ბაზრისთვის).

ინოვაციის პროცესი გულისხმობს რაიმე უკვე ჩვეულში ცვლილებების განხორციელებას და რაღაც სიახლის შემოტანას. ესაა ახალი ცოდნის რეალიზება ახალ პროდუქტებსა და მომსახურებებში. ინოვაცია ქმნის ფასეულობას, ამაღლებს ეფექტიანობას, ქმნის ბიზნესის ზრდის შესაძლებლობას.

ინოვაციის ობიექტი შეიძლება იყოს ტექნიკური, ტექნოლოგიური, ორგანიზაციულ-მმართველიბითი, ფინანსური, სოციალური, ეკოლოგიური, სამართლებრივი და სხვა სფეროები.

ინოვაციების, ინოვაციური ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების, ინოვაციური ბიზნეს-მოდელების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პროგრესი.

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, მკაცრი გლობალური კონკურენცია ინოვაციაზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ძლიერი კონკურენციისა და შერჩევის მკაცრი საბაზრო კანონების პირობებში გამოვლინდებიან და გადარჩებიან ისინი, ვინც ახლის ძიებისა და განვითარების შესაძლებლობებს ფლობენ. და ამას კონკურენტებზე სწრაფად და ეფექტიანად ახერხებენ.

ბიზნეს-ინოვაციის სამი უმთავრესი კომპონენტი ასეთია:



ინოვაციური პროცესი მოიცავს: პრობლემის განსაზღვრას, იდეის გენერირებას, იდეების შეფასებას, მის აღიარებას (გადაწყვეტილების მიღებას) და განხორციელებას (რეალიზებას, დანერგვას).

კრეატიული აზროვნება უმნიშვნელოვანესია იდეების გენერირების ეტაპზე.



ინოვაციური პრიცესის მთავარი სუბიექტებია:

  • ნოვატორი - ახორციელებს ინოვაციური იდეების ძიებას, გენერირებას და მათ საფუძველზე სიახლის შემუშავებას;

  • ინოვატორი - ახორციელებს სიახლის დანერგვას და მის ბაზარზე შეტანას;

  • ინვესტორი - ახორციელებს სიახლის შემუშავებისა და დანერგვის ფინანსირებას.


ინოვატორისა და მენეჯერის შედარება

ინოვატორი

  • მიმართულია ახალი პროდუქტზე / მომსახურებზე

  • მიმართულია ახალი რეალობის შექმნაზე

  • ქმნის ახალ შესაძლებლობებს

  • ცხოვრობს, რათა რისკი გასწიოს

  • მიდის მაქსიმალურ რისკზე

  • მისი დევიზია: "გაიმარჯვე ნებისმიერ ფასად"

  • არის ფანტასტი, პოეტი, შემოქმედი

  • არის ავანტიურისტი

  • არის იდეების კატალიზატორი

მენეჯერი

  • მიმართულია არსებული პროდუქტზე / მომსახურებზე

  • მიმართულია არსებული რეალობის ოპტიმიზაციაზე

  • იყენებს არსებულ შესაძლებლობებს

  • რისკავს, რათა იცხოვროს

  • რისკს მინიმიზირებას უკეთებს

  • მისი დევიზია: "წარუმატებლობას თავი აარიდე"

  • არის რეალისტი, პროზაიკოსი

  • არის რაციონალური

  • არის ორგანიზატორი

23 views0 comments

Comments


bottom of page