top of page
  • ედექტივ კონსალტინგი

ჩანაწერი 5: იმიტაციის საწინააღმდეგო ბარიერები

Updated: Sep 5, 2019

ლურჯი ოკეანის სტრატეგია უაღრესად დიდი ძალაა. მის ფარგლებში განხორციელებულმა სტრატეგიულმა სვლამ შეიძლება შექმნას ისეთი ბრენდი, რომელიც ათწლეულების მანძილზე დარჩება.

ჩვეულებრივ, ლურჯი ოკეანეების დამაარსებელი კომპანიები მოგებას 10-15 წლის განმავლობაში უპრობლემოდ იმკიან. საქმე ისაა, რომ ლურჯი ოკეანის სტრატეგიას საგულისხმო ბარიერების შექმნა შეუძლია.


  • ლურჯი ოკეანეების შემქმნელები კლიენტთა უზარმაზარ მასებს იზიდავენ და სწრაფად შეუძლიათ მასშტაბის ეკონომიის შექმნა, რითაც სავარაუდო იმიტატორებს დაუყოვნებლივ და ხანგრძლივი ვადით აქცევენ წამგებიან პოზიციაში ხარჯების თვალსაზრისით. ის გიგანტური მასშტაბის ეკონომია, რომლითაც, მაგალითად, Wal-Mart-ი სარგებლობს, ხელს უშლის სხვა კომპანიებს გადაიღონ მისი ბიზნეს-მოდელი.

  • კლიენტთა უზარმაზარი მასების სწრაფად მოზიდვას შეუძლია ქსელური გარე ეფექტის შექმნაც: რაც უფრო მეტი კლიენტი ჰყავს eBay-ს ქსელში, მით უფრო მიმზიდველი ხდება აუქციონის ვებ-გვერდი როგორც გამყიდველებისთვის, ასევე - მყიდველებისთვისაც, რაც მომხმარებლებს სხვაგან წასვლის სტიმულს უქრობს.

  • ზოგჯერ იმიტაცია კომპანიებისგან მთელი კონიუქტურის შეცვლას მოითხოვს, ორგანიზაციულ პოლიტიკას შეუძლია დაბრკოლებები შეუქმნას სავარაუდო კონკურენტებს ლურჯი ოკეანისეული განსხვავებული ბიზნეს-მოდელის შექმნაში. მაგალითად, ავიაკომპანიებს, რომლებიც გადაწყვეტენ Southwest-ის მიბაძვას და საჰაერო გადაზიდვების მისეული სისწრაფის, მოქნილობისა თუ ფასების იმიტირებას, უსათუოდ მოუწევთ ძირეული ცვლილებების განხორციელება მარშრუტის შერჩევაში, წვრთნის პროგრამაში, მარკეტინგსა და ფასების დადგენაში, რომ აღარაფერი ვთქვათ კულტურაზე.

  • არანაკლებ ეფექტიანია შემეცნებითი ბარიერებიც. როცა კომპანია მომხმარებელს ფასეულობების მკვეთრ გაზრდას სთავაზობს, ეს დაუყოვნებლივ გახმაურებულ ბრენდსა და ერთგულ მიმდევრებს ქმნის ბაზარზე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე უფრო ძვირადღირებული მარკეტინგულ კამპანიასაც კი არ შეუძლია ლურჯი ოკეანის შემქმნელის დამარცხება. მაგალითად, Microsoft-ი ათწლეულზე მეტ ხანს ცდილობდა შეჭრილიყო იმ ლურჯი ოკეანის ცენტრში, რომელიც Intuit-მა თავისი საფინანსო პროგრამული უზრუნველყოფით, Quicken -ით შექმნა. მაგრამვერ შეძლო Intuit-ისათვის ჩამოერთვა ლიდერობა.

  • ზოგჯერ, ლურჯი ოკეანის შემქმნელის იმიტირებას თავად იმიტატორის იმიჯი უშლის ხელს. მაგალითად, Body Shop-ი არ იყენებს ტოპ-მოდელებს და არასოდეს ჰპირდება მომხმარებელს მარადიულ ახალგაზრდობასა და სილამაზეს. ასეთი რამის გაკეთება კი ძალიან ძნელია Estée Lauder-ისა და L'Oreal-ის მსგავსი ფირმებისთვის, რომლებიც სწორედ უჭკნობ მშვენიერებასა და მარადიულ სიყმაწვილეს ჰპირდებიან მომხმარებელს.

14 views0 comments
bottom of page