top of page
  • ედექტივ კონსალტინგი

ჩანაწერი 7: იდეის ძიების რაციონალური მეთოდები

Updated: Sep 5, 2019

მორფოლოგიური ანალიზი

1942 წელს შვეიცარიელმა ასტრონომმა, ფრიც ცვიკიმ (Zwicky, Fritz) ტქნიკური ამოცანების გადაწყვეტის ახალი მეთოდი მოიფიქრა, რომლის გამოყენებით მოკლე დროში უამრავ ორიგინალურ ტექნიკურ გადაწყვეტილებას მიაგნო.

მეთოდს მორფოლოგიური ანალიზი ეწოდა.

მეთოდის არსი მარტივია:

1. ტექნიკურ სისტემაში გამოყოფენ რამოდენიმე მნიშვნელოვან, ე.წ. მორფოლოგიურ მახასიათებელს;

2. თითოეული მახასიათებლისთვის ქმნიან შესაძლო ვარიანტების (ალტერნატივების) სიას.

3. მახასიათებლების ალტერნატიული ვარიანტებისაგან ქმნიან შესაძლო კომბინაციებს.

მახასიათებლებს განალაგებენ ცხრილის ფორმით, რომელსაც მორფოლოგიურ ყუთს (ან მორფოლოგიურ მატრიცას) უწოდებენ. იგი საკვლევი ველის კარგად წარმოდგენის საშუალებას იძლევა.

ასე შეიძლება გამოავლინოთ სისტემის ისეთი ახალი, ორიგინალური ვარიანტები, რომლებიც პირდაპირი ძიებისას შეიძლება საერთოდ ვერ დაგვენახა.

განვიხილოთ მარტივი მაგალითი:

შევქმნათ კომპანიის უნიკალური სავიზიტო ბარათი.

მორფოლოგიურ მახასიათებლებად შევარჩიოთ, მაგალითად:

1. სავიზიტო ბარათის ფორმა;

2. სავიზიტო ბარათზე ინფორმაციის დატანის ხერხი;

3. სავიზეტე ბარათის ფერი.

თითოეული მორფოლოგიური მახასიათებლისთვის ჩამოვწეროთ შესაძლო ვარიანტების სია:

1. სავიზიტო ბარათის ფორმა - მართკუთხედი, ექვსკუთხედი, წრე;

2. სავიზიტო ბარათზე ინფორმაციის დატანის ხერხი - ბეჭდვა, ხელნაწერი ტუშით, ზეთის საღებავი;

3. სავიზეტე ბარათის ფერი - კორპორაციული ფერი, კორპორაციულის საპირისპირო ფერი, შემთხვევითი ფერი.


მორფოლოგიური მახასიათებლების ვარიანტებისაგან ქმნიან შესაძლო კომბინაციებს და ყველა მათგანს განიხილავენ როგორც სავიზიტე ბარათის შესაძლო ვარიანტს.

მაგალითად, სავიზიტე ბარათის ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია:

Ø სავიზიტო ბარათის ფორმა - ექვსკუთხედი,

Ø სავიზიტო ბარათზე ინფორმაციის დატანის ხერხი - ზეთის საღებავი,

Ø სავიზეტე ბარათის ფერი - კორპორაციულის საპირისპირო ფერი.


ფოკალური ობიექტის მეთოდი

შეიძლება შეხვდეთ “შემთხვევითი ობიექტების მეთოდის” სახელითაც.

ფოკალური ნიშნავს, რომ ობიექტი თქვენი ყურადღების ცენტრშია.

მეთოდი გვაიძულებს ერთი შეხედვით შეუთავსებელი ცნებების შეთანადებას.

მეთოდი ასეთ დაშვებას ეფუძნება:

კრეატიულობა ასოციაციებთან დაკავშირებული პროცესია და მოულოდნელმა ასოციაციიამ ან ასოციაციათა ჯაჭვმა შეიძლება ობიექტის ორიგინალური ხედვა გამოიწვიოს.

ფოკალური ობიექტის მეთოდის გამოყენების პროცესი ასეთია:

1. შევარჩიოთ ფოკალური ობიექტი (მაგალითად, ობიექტი რომლის გაუმჯობესება გვსურს);

2. შევარჩიოთ შემთხვევითი ობიექტი ან ცნება (მაგალითად, ლექსიკონიდან შემთხვევით შერჩეული სიტყვა);

3. მოვახდინოთ ფოკალური ობიექტის და შემთხვევითი ობიექტის (ცნების) შეთანადება და იდეის ფორმირება.

მაგალითი:

ფოკალური ობიექტი - სკამი

შემთხვევითი ობიექტი (ცნება) - ყავა

შეთანადება - (მაგალითად) სკამი და ყავა

ასოციაციების ჯაჭვი:

ყავა…

ცხელი…

სითბო…

ელექტრონული საბანი…

გამოვიყენოთ სკამის დასაფარად…

იდეა - თბილი სკამი

17 views0 comments
bottom of page