top of page
  • ედექტივ კონსალტინგი

ჩანაწერი 4: დიზაინი და სტრატეგია

Updated: Sep 5, 2019

დიზაინი

დიზაინერის პროფესია მოითხოვს მუდმივად ახლის ძიებას, უცხოს აღმოჩენას ან სარგებლიანის მიღწევას. დიზაინერის სამუშაო ცნობიერების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და, საბოლოოდ, მომხმარებლისთვის ფასეულობის ზრდაა. ეს ყველაფერი “არარსებულის” მოგონების, გააზრების უნარს საჭიროებს.


ამიტომაა ასე ფასეული ბიზნეს-მოდელის შექმნისას დიზაინერის ინსტრუმენტები, მისეული აზროვნების სტილი და სამყაროს მისეული აღქმა. მისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები უფრო უკეთესი და უფრო ინოვაციური ბიზნეს- მოდელების შექმას უწყობენ ხელს.


სინამდვილეში, ბიზნესმენები “დიზაინით” ყოველდღიურად არიან დაკავებული, როცა ქმნიან ორგანიზაციულ სტრუქტურას, სტრატეგიებს, ბიზნეს-პროცესებს თუ პროექტებს. თანაც უამრავი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით: კონკურენცია, ტექნოლოგიები, კანონმდებლობა და სხვა.

სწორედ ესაა დიზაინი.


ბიზნეს-მოდელების შექმნისთვის შემოთავაზებულია დიზაინის 6 მეთოდი:

  1. მომხმარებლის მიერ ნაკარნახევი - მომხმარებლის თვალსაზრისი ხდება მთავარი კრიტერიუმი ფასეულობის, გასაღების არხების, კლიენტებთან ურთიერთობის და შემოსავლების ნაკადის შერჩევის დროს;

  2. კრეატიული იდეების გენერაცია - გამოიყენება სხავადასხვა ფართოდ გავრცელებული თუ ნაკლებად ცნობილი მეთოდი. მათ შორის - ჩვენთან ნაკლებად ცნობილი “ტრიზ”-ი (ТРИЗ – ТЕОРИЯ РЕШЕНИЯ ИЗОБРЕТАТЕЛЬСКИХ ЗАДАЧ) - ერთერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ახალი, გამრღვევი იდეების მოძიებისთვის

  3. ვიზუალიზაცია - ხატოვანი აზროვნება ამარტივებს ბიზნეს-მოდელის გაგებას, დიალოგს, კვლევას თუ კომუნიკაციას. ფართოდ გამოიყენება ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა: ესკიზები, ჩანახატები, დიაგრამები და სხვა.

  4. პროტოტიპის შექმნა - მომავალი ბიზნეს-მოდელის წარდგენა განსახილველად, საკვლევად ან იდეის განმტკიცებისთვის. პროტოტიპი შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც მარტივი ჩანახატი, ან როგორც მთლიანად გააზრებული კონცეფცია ბიზნეს-მოდელის კანვას სახით, ან ახალი ბიზნესის ფინანსების ნაკადების სიმულაცია ელექტრონული ცხრილის სახით.

  5. Storytelling - ისტორიების თხრობის მიზანია ახალი ან ინოვაციური ბიზნეს-მოდელების მიმართ წინაღმდეგობის შემცირება და მიზნობრივ ჯგუფებისთვის მისი მარტივი, მიმზიდველი ფორმით მიწოდება. ეს შეიძლება იყოს კომპანიის ან მომხმარებლის პერსპექტივის აღწერა.

  6. სცენარები - მიზანია რაც შეიძლება დეტალურად აღვწეროთ როგორ გამოიყენება შეთავაზებული პროდუქტი ან მომსახურება, მომხმარებელთა რომელი ჯგუფები გამოიყენებენ მათ, როგორია მომხმარებელთა პრობლემები, სურვილები და მიზნები და სხვა. სცენარები საშუალებას გვაძლევს მზად ვიყოთ იმისთვის, რაც ხვალ გველოდება.


სტრატეგია

განიხილება 4 სტრატეგიული სფერო:

  • ბიზნეს-მოდელირების გარემო;

  • ბიზნეს-მოდელების შეფასება;

  • ბიზნეს-მოდელები და ლურჯი ოკეანის სტრატეგია;

  • მრავლობითი ბიზნეს-მოდელების მართვა კომპანიის ფარგლებში.


ბიზნეს-მოდელირების გარემოზე წარმოდგენას გვაძლევს შემდეგი სქემა:


ბიზნეს-მოდელების შეფასება:

ნებისმიერი კომპანიისთვის ბიზნეს-მოდელის შეფასება უნდა ხდებოდეს რეგულარულად, რათა მოხერხდეს ბაზარზე მისი მდგომარეობის შეფასება და შესატყვისი რეაგირება / ადაპტირება.


ერთერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება შეფასდეს ბიზნეს-მოდელი, არის კლასიკური SWOT-ანალიზი. მისი საშუალებით სდება ორგანიზაციის ძლიერი (strengths) და სუსტი მხარეების (weaknesses) შედარება ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებსა (opportunities) და საფრთხეებთან (threats).


ბიზნეს-მოდელის კანვას და SWOT-ანალიზის ერთობლივი გამოყენება საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად განვიხილოთ და შევაფასოთ კომპანიის ბიზნეს-მოდელი და მისი კომპონენტები.


ბიზნეს-მოდელები და ლურჯი ოკეანის სტრატეგია

ლურჯი ოკეანის სტრატეგია გულისხმობს “ფასეულობის ინოვაციას”, რომლის შედეგად კომპანია როგორც მყიდველისთვის, ასე თავად კომპანიისთვის პროდუქტის ფასეულობის მკვეთრად გაზრდით ახალ, კონკურენციისგან თავისუფალ საბაზრო სივრცეს პოულობს.


ლურჯი ოკეანის სტრატეგიის და ბიზნეს-მოდელის კანვას ინსტრუმენტების ერთობლივი გამოყენება ქმნის მყარ საფუძველს ბიზნეს-მოდელის ანალიზისთვის ფასეულობის შექმნის, სამომხმარებლო სეგმენტის და დანახარჯების სტრუქტურის თვალსაზრისით.


მრავლობითი ბიზნეს-მოდელების მართვა კომპანიის ფარგლებში შეიძლება აიგოს ინტეგრაციაზე, ავტონომიაზე ან გაყოფაზე. უპირველესად ეს მიდგომები გამოიყენება იმ ორგანიზაციებში ინოვაციური ბიზნეს-მოდელების დანერგვისას, სადაც უკვე ჩამოყალიბებული, ძლიერი ტრადიციები არსებობს.

38 views0 comments
bottom of page