- ედექტივ კონსალტინგი
ჩანაწერი 6: აზროვნების ბარიერების დაძლევა
Updated: Sep 5, 2019
ბრძოლას იგებს არა სტილი, არამედ ოსტატი.
უცნობი ავტორი
როგორ მოვახერხოთ აზროვნების ბარიერების დაძლევა?
როგორ დავიწყოთ კრეატიული აზროვნების განვითარება?
გასაგებ მიზეზთა გამო უბრალო რეცეპტების სია არ არსებობს.
მაგრამ არსებობს მეთოდები, რომელთა ფლობა და შესატყვის სიტუაციაში გამოყენება ნამდვილად ეფექტიანია ახალი იდეების ძიებისას და სასარგებლოა კრეატიულობის განვითარებისთვის.
ჩვენ შემოქმედებითი აზროვნების გააქტიურების მხოლო ორ მიმართულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას და რამოდენიმე ცნობილი მეთოდის მოკლე მიმოხილვასაც შემოგთავაზებთ.
1. იდეის ძიების აქტივაციის მეთოდები:
1.2. რაციონალური მეთოდები - მორფოლოგიური ანალიზი, ფოკალური ობიექტის მეთოდი და სხვა;
1.3. ირაციონალური მეთოდები - ტვინის შტურმი, სინექტიკა და სხვა;
2. იდეის სისტემატური ძიება - TRIZ (საგამომგონებლო ამოცანათა ამოხსნის თეორია, ТРИЗ), გენრიხ ალტშულერის ცნობილი Теория решения изобретательных задач – ახალი იდეების ძიების ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და პერსპექტიული მიმართულება.
კიდევ ერთი, მესამე გზა ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს განვითარების მეთოდები და ტრენინგებია. უფრო მეტი ამის თაობაზე შეიძლება მოგვიანებით ვისაუბროთ.
აქ, უბრალოდ, რამოდენიმე ცნობილ, მარტივ რჩევას შემოგთავაზებთ, რაც ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს:
მოახდინეთ იდეების ვიზუალიზაცია;
წარმოიდგინეთ სხვადასხვა ხმები;
ხატეთ, მათ შორის - ერთდროულად ორი ხელით “სარკისებრ”;
შეასრულეთ ჩვეული სამუშაო მარცხენა ხელით (ცაციებისთვის ეს რჩევა არ გამოდგება);
გამოიყენეთ არა მარტო მშრალი ფაქტები ან პროფესიული ლექსიკა, არამედ მეტაფორები, ანალოგიები, ხატოვანი აზროვნება;
გამოიყენეთ ემოციები;
გამოიყენეთ ინტუიცია;
ითამაშეთ;
იმოგზაურეთ;
იურთიერთეთ შემოქმედებით ადამიანებთან;
და სხვა ბევრი რამ.
თუ გსურთ შემოქმედებითი პოტენციალი განავითაროთ, მოიძიეთ და მოსინჯეთ კრეატიული აზროვნების სხვადასხვა მეთოდი - მათი რაოდენობა დიდია.
ყოველი თქვენგანი იპოვის მისთვის შესაფერ და მის ხასიათთან მორგებულ მეთოდს.
ჩვენ კი შემდეგ ჩანაწერებში რამოდენიმე მათგანს გაგაცნობთ.