- ედექტივ კონსალტინგი
ჩანაწერი 4: აზროვნების ბარიერები
Updated: Sep 5, 2019
1. ფორმალური განათლებით გამოწვეული ბარიერები
სპეციალისტები ისეთი ჭკვიანები და გამოცდილები არიან, რომ ზუსტად იციან, რატომ არ შეიძლება ამისა და ამის გაკეთება, ისინი საზღვრებსა და ბარიერებს ხედავენ.
ფენრი ფორდი
სპეციალისტთა მომზადება კონკრეტული სფეროს გარკვეული ამოცანების გადაწყვეტაზე და შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადაცემაზეა ორიენტირებული. ამიტომაცაა ამოცანათა ამოხსნა სპეციალისტთა საყვარელი საქმე.
მაგრამ დღეს გარემო სულ უფრო ხშირად ამოცანათა ნაცვლად პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვს. პრობლემათა წინაშე კი სპეციალისტთა ის უმრავლესობა, რომელიც ტრადიციულად ამოცანებზეა ორიენტირებული, უსუსური ხდება.

2. აზროვნების ლოგიკურობა
ადამიანი ცდილობს ლოგიკურად დაასაბუთოს ნებისმიერი აზრი, მოვლენა, საკუთარი ქცევა. ადამიანი ფიქრობს, რომ სამყარო ლოგიკურია. ლოგიკურ აზროვნებას ადრეულ ბავშვობიდან ვეჩვევით და აზროვნებას მყარ ლოგიკური ჩარჩოებში ვაქცევთ. ეს კრეატიულ აზროვნებას სერიოზულ ბარიერს უქმნის.
აი, ერთი შესანიშნავი ღიმილისმომგვრელი მაგალითი: ამერიკის სკოლებში გამოსაშვებ საღამოზე მიღებულია მასწავლებელთა მხიარული „გათამაშება“, რათა მათ მოსწავლეები დიდხანს დაიმახსოვრონ. ერთი ყველაზე ლეგენდარული შემთხვევა ასეთია: მოსწავლეებმა სკოლაში სამი გოჭი გაუშვეს, რომლებსაც ეწერათ ნომრები 1, 2 და 4.
როგორ ფიქრობთ, რა მოხდა შემდეგ?

აი, რა: მასწავლებლები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენე N3 გოჭს!!!
3. ამოცანის პირობის შეცვლა
ხშირად გარკვეულ ამოცანას ადამიანი გაუცნობიერებლად ამატებს ერთ ან რამოდენიმე პირობას, რომელსაც საწყისი ამოცანა არ ითვალისწინებს. შედეგად ამოცანა საერთოდ ამოუხსნადი ხდება.
აი, ცნობილი მაგალითები:
შეეცადეთ 6 ასანთის ღერით ააგოთ 4 ტოლგვერდა სამკუთხედი.
ამ ამოცანას გაუცნობიერებლად ამატებენ პირობას, რომ მისი ამოხსნა სიბრტყეზე უნდა მოხდეს. თუმცა ამას ამოცანა სულაც არ მოითხოვს! შედეგად ამოცანას ამონახსნი, უბრალოდ, აღარ აქვს - სიბრტყეზე 6 ტოლი მონაკვეთით 4 ტოლგვერდა სამკუთხედის აგება საერთოდ შეუძლებელია.
ამონახსნი მხოლოდ სივრცეშია არსებობს. მაგრამ სივრცეში ამონახსნის ძიებას დამატებული პირობის გამო საერთოდ იგნორირებენ!

კოლუმბის კვერცხი
გადმოცემის თანახმად, როცა კარდინალ მენდოსთან სადილისას კოლუმბი ყვებოდა თუ როგორ აღმოაჩინა ამერიკა, ერთმა სტუმარმა ასეთი რამ თქვა: «რა შეიძლება იყოს ახალი მიწის აღმოჩებაზე უფრო მარტივი?» კოლუმბმა პასუხად მას მარტივი ამოცანა შესთავაზა: როგორ დავდოთ კვერცხი მაგიდაზე ვერტიკალურად? ვერც ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ამის გაკეთება ვერ შეძლო. მაშინ კოლუმბმა კვერცხი აიღო, ერთი მხრიდან გატეხა და მაგიდაზე დადო. აი, ასე მარტივად. როცა ეს დაინახეს, ყველამ პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ ასე მათაც შეეძლოთ. ამაზე კოლუმბის პასუხი ასეთი იყო: «განსხვავება ისაა, ბატონებო, რომ თქვენ შეგეძლოთ ამის გაკეთება, მე კი ეს გავაკეთე»!

ახლის ძიების გზაზე სხვა ფაქტორებიც არანაკლები სიძლიერის ბარიერებს ქმნიან. ხშირად ასეთ ფაქტორებად ასახელებენ:
პროფესიული ჩვევების ძალას;
სხვათა კომპეტენციის სფეროში შესვლის შიშს;
ავტორიტეტების აზრის ან, ზოგადად, ცოდნის ზეგავლენას;
ერთი სწორი პასუხის არსებობაში დარწმუნებულობას;
კონკრეტულ დავალების, რეცეპტის, პასუხის (მეცნიერისგან, ხელმძღვანელისგან, მთავრობისგან) მოლოდინს და სხვა.
კრეატიულობის ბარიერებად გარემოს მრავალგვარი ფაქტორიც გვევლინება. აი, მაგალითები:
თუ სამუშაო გზღუდავთ ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში, მაშინ კრეატიულობა სუსტდება (განვითარების შეზღუდული შესაძლებლობების გავლენა);
თუ არასტანდარტული მიდგომები იწვევენ სანქციებს (დასჯას ან განკიცხვას), ძნელია იყოთ კრეატიული (სანქციების გავლენა);
თუ არსებობს მრაცრად განსაზღვრული პროცესები და პროცედურები, ძნელია კრეატიული ალტერნატივების განხილვა (პროცედურული შეზღუდვების გავლენა);
თუ იდეის შეფასებას მრავალი ნაბიჯი და ბევრთან შეთანხმება სჭირდება, ვკარგავთ საკუთარი თავის რწმენას და გვიჭირს ვიყოთ კრეატიული (ბიუროკრატიის გავლენა);
თუ ცოტა სიძნელეს აწყდებით, მაშინ გაგიჭირდებათ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა ( სიძნელეების ნაკლებობის გავლენა);
დროის მუდმივი ნაკლებობა (თუ სამუშაოს გამო მუდმივ “ცაიტნოტში” იმყოფებით, ძნელია იყოთ კრეატიული);
შეზღუდული მსოფლმხედველობის ლიდერი (საშიშროებას გრძნობს, როცა სიახლეს ხვდება. მისი ხედვა შეზღუდულია და არ სურს იცოდეს თქვენი თვალსაზრისის შესახებ).
კრეატიულობის ბარიერებად ინდივიდუალური ფაქტორებიც გვევლინებიან. აი, მაგალითები:
უნარების არასაკმარისი მრავალფეროვნება - რთულია იყოთ კრეატიული, თუ მუდმივად ერთიდაიგივე სამუშაოს ასრულებთ;
თუ შიში გიპყრობთ, რომ თქვენს იდეას დაცინვით შეხვდებიან, არ გაიზიარებენ და სხვა მსგავსი აზრები გაწუხებთ, მაშინ ვერ იქნებით კრეატიული
ბიპოლარული აზროვნება - თუ მხოლოდ ორ ალტერნატივას განიხილავთ, მაშინ ზღუდავთ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების მრავალფეროვნებას:
პასუხისმგებლობის სუსტი გრძნობა - თუ თქვენ თავს გრძნობთ უბრალო ჭანჭიკად, მაშინ დაბალია მოტივაცია იყოთ კრეატიული;
ქცევის მოდელების არარსებობა - რთულია იყოთ კრეატიული, თუ ისეთი ადამიანების გარემოცვაში იმყოფებით, რომელთა ქცევა ნაკლებადაა შემოქმედებითი;
აზროვნების სივიწროვე - თუ თქვენ მუდმივად იყენებთ ერთიდაიგივე მიდგომებს, მაშინ ძალიან ძნელია იაზროვნოთ კრეატიულად;
კონფორმიზმი - თუ წუხთ, რომ არ მიიღებენ თქვენ იდეას, მაშინ მალავთ აზრებს, ხოლო შემდეგ საერთოდ უარს ამბობთ შემოქმედებით აზროვნებაზე.