top of page
Adactive Consulting - Homepage

მმართველობითი ინიციატივების მომზადება და წარდგენა

როგორ ვაქციოთ იდეა ერთ გვერდად, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილებას იღებენ

◷

ხანგრძლივობა

2 შეხვედრა

▣

პლატფორმა

Zoom

◎

ფორმატი

ჯგუფური

რას ეხება ეს ტრენინგი

გამრღვევ იდეაზე გადაწყვეტილებას ექვს კითხვაზე გაცემული პასუხის საფუძველზე იღებენ.

მმართველობითი ინიციატივების უმეტესობა დერეფანში საუბრად რჩება. არა იმიტომ, რომ იდეები ცუდია: მათში უბრალოდ არ არის პასუხი სამ კითხვაზე — ფული, კლიენტი, რისკი. ყველა თანხმდება, რომ აზრი კარგია, თუმცა ერთი თვის შემდეგ იგა, ხშირად, აღარავის ახსოვს.

​

ტრენინგი მოიცავს ორ 2,5-საათიან შეხვედრას, სადაც ერთი კომპანიის სხვადასხვა განყოფილების მენეჯერები შექნიან გარღვევით იდეებისთვის საჭირო ერთ გვერდიან დასაბუთებას ბიზნესის ენაზე: ფული, კლიენტი, რისკი.

შეხვედრა 2

გარღვევითი იდეა, რომელზეც შეიძლება გადაწყვეტილების მიღება. მცირე მასშტაბის შემოწმება; იდეის წინააღმდეგ დასახელებული ყველაზე ძლიერი არგუმენტი; საუბრები წინადადების შეთავაზებამდე; ერთი გვერდი ექვსი სტრიქონით; რა უნდა გაკეთდეს „ახლა არა“-ს შემდეგ.

​

შეხვედრა 1

რატომ ვერ აღწევს კარგი იდეა გადაწყვეტილებამდე. იდეა და წინადადება; სწრაფი „დიახ“-ის საზღვარი თითოეული თანამდებობის მიმდინარე იდეებისთვის; გარღვევითი იდეის სამი ნიშანი; რას შეცვლის იდეა, რა ღირს მისი გაუკეთებლობა და საიდან მოვა ფული.

​

ტრენინგის პროგრამა

აუდიტორია

ვისთვისაა ტრენინგი?

  • გაყიდვებისა და კლიენტებთან მუშაობის მენეჯერებს: მათ, ვინც პირველი იგებს, რა აკლია კლიენტს, და სურს ამის შეცვლა

  • მარკეტინგის, ბრენდ- და პროდუქტ-მენეჯერებს: მათ, ვისი იდეებიც ცვლის იმას, რასაც ყიდულობს კლიენტი

  • პროექტების და ოპერაციების მენეჯერებს: მათ, ვინც ამჩნევს, სად კარგავს კომპანია დროსა და ენერგიას

  • ერთი კომპანიის სხვადასხვა განყოფილებას მენეჯერებს ერთად: გარღვევითი იდეა თითქმის ყოველთვის რამდენიმე განყოფილებას ეხება, და მისი გადაწყვეტა ერთად უფრო შედეგიანია

ტრენინგის მიზნები

სხვადასხვა განყოფილების მენეჯერები ერთად პასუხობენ სამ კითხვას:
01
რატომ ვერ აღწევს კარგი იდეა გადაწყვეტილებამდე?
02
რომელი იდეაა მიმდინარე, რომელი — გამრღვევი, და რა ვუყოთ თითოეულს?
03
როგორ შევთავაზოთ გამრღვევი იდეა ისე, რომ მასზე გადაწყვეტილება მიიღონ?
შეხვედრების თემები

რას განვიხილავთ შეხვედრებზე

01

02

იდეა და წინადადება

სწრაფი „დიახ“-ის საზღვარი: შვიდი თანამდებობა, შვიდი მიმდინარე იდეა და ხუთი კითხვა თითოეულისთვის

03

გამრღვევი იდეის სამი ნიშანი

04

რას შეცვლის იდეა: ცხრა კითხვა ბიზნესზე და უმოქმედობის ფასი

05

იდეა და ფული: საიდან მოვა, სად წავა და, უარეს შემთხვევაში, რამდენს დაკარგავს კომპანია

06

მცირე მასშტაბის შემოწმება: კითხვა, ვადა და მაჩვენებელი პირველ ნაბიჯამდე

07

საუბრები წინადადებამდე: ვის უნდა ესაუბროს თითოეული თანამდებობა

08

ერთი გვერდი: ექვსი სტრიქონი, რომელთა მიხედვითაც შეიძლება გადაწყვეტილების მიღება

09

„ახლა არა“-ს შემდეგ: დაბრუნების პირობა და თარიღი

სამუშაო ფორმატი

ინტერაქციული შეხვედრები

  • Zoom-სესიები, 2 შეხვედრა, თითო 2,5 საათი

  • ერთი კომპანიის 7–10-კაციანი ჯგუფი

  • ქოუჩის მოკლე გამოსვლები მარტივი ენით

  • განხილვები და დისკუსიები მთელი ჯგუფის მონაწილეობით

  • 10 თემა. კონსპექტი შეხვედრების მთავარი შინაარსით ერთ ტექსტში: წასაკითხად, დასამახსოვრებლად, სამუშაოში გამოსაყენებლად. გაიცემა ორ ნაწილად: პირველი შეხვედრის და მეორე შეხვედრის შემდეგ.

დეტალური სილაბუსი

შეხვედრა 1

რატომ ვერ აღწევს კარგი იდეა გადაწყვეტილებამდე

  • რატომ ვერ აღწევს კარგი იდეა გადაწყვეტილებამდე

  • იდეა კარგია. რატომ არ იღებენ მისი განხორციელების გადაწყვეტილებას?

  • შვიდი თანამდებობა, შვიდი მიმდინარე იდეა: სად გადის სწრაფი „დიახ“-ის საზღვარი?

  • შვიდი თანამდებობა, შვიდი გამრღვევი იდეა: რას ცვლის თითოეული?

  • რას შეცვლის იდეა და რა ღირს მისი არ განხორციელება?

  • იდეის ფული: საიდან მოვა და სად წავა?

შეხვედრა 2

გამრღვევი იდეა, რომელზეც შეიძლება გადაწყვეტილების მიღება

  • ჯერ შემოწმება, მერე თხოვნა

  • ყველაზე ძლიერი არგუმენტი წინააღმდეგ: თქვენი

  • ვის ვესაუბროთ, სანამ შევთავაზებთ?

  • რა უნდა იყოს ერთ გვერდზე?

  • გითხრეს „ახლა არა“. შემდეგ რა?

კორპორაციული ტრენინგი

დაჯავშნეთ ტრენინგი თქვენი გუნდისთვის

გსურთ, რომ თქვენს კომპანიაში გამრღვევი იდეები დაიბადოს და განხორციელდეს? შეავსეთ ფორმა და დაგიკავშირდებით ტრენინგის დეტალების, თარიღებისა და ფორმატის შესათანხმებლად.

bottom of page