top of page
Adactive Consulting - Homepage

განყოფილებების ურთიერთქმედება კლიენტის ინტერესებისთვის

თქვენი კომპანიის ბიზნეს-მოდელი: სად ხართ მასში თქვენ და რა გაჩერდება თქვენი სამუშაოს გარეშე

◷

ხანგრძლივობა

2 შეხვედრა

▣

პლატფორმა

Zoom

◎

ფორმატი

ჯგუფური

რას ეხება ეს ტრენინგი

კლიენტი ყიდულობს არა განყოფილების მომსახურებას, არამედ საკუთარი ამოცანის გადაწყვეტას. ამ გადაწყვეტას კი მთელი კომპანია ასრულებს და არა ცალკეული განყოფილება.

საკუთარი სამუშაო უბანი თითოეულმა მენეჯერმა ყველაზე უკეთ იცის. თუმცა, თუ ერთი კომპანიის გაყიდვების, მარკეტინგისა და ოპერაციების განყოფილების მენეჯერებს ჰკითხავთ, რისთვის იხდის კლიენტი ფულს, სხვადასხვა პასუხს მიიღებთ. სამივე მართალი იქნება — თითოეული თავის ნაწილზე. თუმცა არცერთი პასუხი სრულად არ ასახავს სინამდვილეს.

​

ტრენინგი მოიცავს ორ 2,5-საათიან შეხვედრას, სადაც ერთი კომპანიის სხვადასხვა განყოფილების მენეჯერები ამ არასრულ პასუხებს გაამთლიანებენ.

შეხვედრა 2

როგორ აღვწერთ კომპანიას ჩვენ და როგორ ხედავს მას კლიენტი. სად გადადის სამუშაო ერთი განყოფილებიდან მეორეში და სად იკარგება კლიენტი ამ მიჯნებზე. სინამდვილეში რისთვის მოდის კლიენტი და როგორ აწყობენ განყოფილებები ერთად კლიენტისთვის გაცემულ ყოველ დაპირებას. კლიენტის რომელ ამოცანას ვერ გადაჭრის გუნდი ცალ-ცალკე.  და ერთი ფრაზა - „რისთვის გვირჩევენ კლიენტები“.

​

შეხვედრა 1

კომპანიის აგებულება ცხრა კითხვაში: ვინ არის ჩვენი კლიენტი, რისთვის გვირჩევს, როგორ გვპოულობს, როგორ ვურთიერთობთ მასთან, რისთვის იხდის, რა გვაქვს ამისთვის, რას ვაკეთებთ ყოველდღე, ვის ვეყრდნობით და რა ჯდება ეს ყველაფერი. თითოეული მონაწილე პოულობს თავის ადგილს კომპანიის რუკაზე და ასახელებს მათ, ვისზეც მისი სამუშაოა დამოკიდებული.

​

ტრენინგის პროგრამა

აუდიტორია

ვისთვისაა ტრენინგი?

  • გაყიდვებისა და კლიენტებთან მუშაობის მენეჯერებს: მათ, ვინც კლიენტს პირველი უსმენს

  • მარკეტინგის და ბრენდ-მენეჯერებს: მათ, ვინც კლიენტს დაპირებას აძლევს

  • პროექტების და პროდუქტ-მენეჯერებს: მათ, ვინც ქმნის იმას, რისთვისაც კლიენტი ფულს იხდის

  • ოპერაციების მენეჯერებს: მათ, ვისზეც ეს ყველაფერი დგას ყოველდღიურად

  • ერთი კომპანიის სხვადასხვა განყოფილებას მენეჯერებს ერთად: განყოფილებების წარმომადგენლების ჯგუფში ერთად მუშაობა დამატებითი  საერთო ფასეულობაა.

ტრენინგის მიზნები

01
კომპანიის საფუძვლის განსაზღვრა
02
თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალური როლის გააზრება
03
კლიენტის არჩევანის განმსაზღვრელი ფაქტორების გამოვლენა
შეხვედრების თემები

რას განვიხილავთ შეხვედრებზე

01

02

ბიზნეს-მოდელი: კომპანიის აგებულება ცხრა კითხვაში — კომპანია ერთ ფურცელზე

კომპანიის ოთხი ორგანო: ვინ ამჩნევს კლიენტს, ვინ აძლევს მას დაპირებას, ვინ ქმნის იმას, რისთვისაც ის იხდის ფულს, და ვისზეა დამოკიდებული, რომ ყველაფერი ყოველდღე მუშაობდეს

03

გუნდის რუკა - ვისზეა დამოკიდებული თქვენი სამუშაო და ვის სჭირდება თქვენი

04

კომპანიის რა ნაწილი ეყრდნობა თქვენს სამუშაოს და რა გაჩერდება მის გარეშე

05

თანამდებობის პროფესიული მითები— ფრაზები, რომელიც გამოცდილებად ჟღერს, ამიტომ არც არავინ ამოწმებს

06

ერთი მომსახურების ორი აღწერა: როგორ აღწერს მას კომპანია და როგორ - კლიენტი

07

მიჯნები და სამუშაოს გადაცემის წერტილები - სად იკარგება კლიენტი განყოფილებებს შორის

08

კლიენტის ამოცანა და საერთო მიზანი: რის გაკეთებას ცდილობს კლიენტი და მისი რომელი ამოცანის გადაწყვეტა არ შეუძლია გუნდს ცალ-ცალკე

09

ყველა განყოფილების ერთი დაპირება კლიენტისთვის და ერთი ფრაზა „რისთვის გვირჩევენ“

სამუშაო ფორმატი

ინტერაქციული შეხვედრები

  • Zoom-სესიები, 2 შეხვედრა, თითო 2,5 საათი

  • ერთი კომპანიის 7–10-კაციანი ჯგუფი

  • ქოუჩის მოკლე გამოსვლები მარტივი ენით

  • განხილვები და დისკუსიები მთელი ჯგუფის მონაწილეობით

  • 11 თემა. კონსპექტი შეხვედრების მთავარი შინაარსით ერთ ტექსტში: წასაკითხად, დასამახსოვრებლად, სამუშაოში გამოსაყენებლად. გაიცემა ორ ნაწილად: პირველი შეხვედრის და მეორე შეხვედრის შემდეგ.

დეტალური სილაბუსი

შეხვედრა 1

რას ეყრდნობა ჩვენი კომპანია

  • ყველა მართალია — თავის ნაწილზე

  • ცხრა კითხვა, რომელსაც ნებისმიერი კომპანია ეყრდნობა

  • კომპანიის ოთხი ორგანო

  • ჩვენი გუნდის რუკა

  • ერთი გადაწყვეტილება ყველაფერს ამოძრავებს

  • შვიდი თანამდებობა და შვიდი მითი

შეხვედრა 2

რას ყიდულობს კლიენტი სინამდვილეში

  • შიგნიდან და გარედან

  • სამუშაოს გადაცემის წერტილები

  • რის გაკეთებას ცდილობს კლიენტი, რა უშლის ხელს და რა სურს

  • ვაწყობთ დაპირებას კლიენტისთვის

  • საერთო მიზანი

კორპორაციული ტრენინგი

დაჯავშნეთ ტრენინგი თქვენი გუნდისთვის

გსურთ, რომ თქვენი კომპანიის განყოფილებებმა ერთად, კლიენტის ინტერესებისთვის იმუშაონ? შეავსეთ ფორმა და დაგიკავშირდებით ტრენინგის დეტალების, თარიღებისა და ფორმატის შესათანხმებლად.

bottom of page