top of page

მარკეტინგის აუდიტი  დამოუკიდებელი რევიზიაა, რომლის მიზანია ორგანიზაციაში მარკეტინგის ცხადი თუ ფარული შეცდომების, პრობლემური ზონების  და რეზერვების გამოვლენა.

მარკეტინგის აუდიტისას გამოვავლენთ:

 

სისტემური ხასიათის შეცდომებს

  • მარკეტინგის როგორც ბიზნეს-პროცესის უმთავრესი შემადგენლის იგნორირება;

  • მარკეტინგის მართვისთვის შესაბამისი უფლებების არარსებობა, მარკეტინგის მართვის არაოპტიმალური სქემა;

  • მარკეტიგის განყოფილების მენეჯერთა და სპეციალისტთა ზედმეტად ვიწრო ან ზედმეტად ფართო სპეციალიზაცია;

  • მარკეტინგის მნიშვნელოვანი ქვესისტემების არარსებობა და სხვა

ფუნქციონალური ხასიათის შეცდომებს

  • მარკეტინგის ანალიტიკური, ან საწარმოო, ან გასაღების ფუნქციების რეალიზაციის შეცდომები.

შეცდომებს საკვანძო საკითხების გადაწყვეტისას:

  • პროდუქტები და ბრენდები;

  • ბაზრის სეგმენტები და შეთავაზებული ფასეულობები;

  • პრომოუშენი და რეკლამა;

  • მარკეტინგის ქვესისტემები;

  • ორგანიზაციული სქემა და სხვა.

 

მარკეტინგის აუდიტის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ორგანიზაციის ზოგადი გაცნობა;

  • საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება;

  • საკვანძო თანამშრომლებთან გასაუბრება  და მათი გამოკითხვა;

  • სამაგიდე კვლევა და მაკროგარემოს  შეფასება (სოციალური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური ფაქტორები);

  • სამაგიდე კვლევა და მიკროგარემოს შეფასება (ბაზრები, მომხმარებლები, კონკურენტები, გასაღების არხები, მომწოდებლები, პრომოუშენი, რეკლამა...);

  • მარკეტინგის არსებული სტრატეგიის შეფასება  (სტრატეგიის ადექვატურონობა მაკროგარემოსთან, სტრატეგიის რესურსებით უზრუნველყოფა, მარკეტინგის მიზნები და ამოცანები და სხვა);

  • ოპერაციული მარკეტინგის შეფასება (სასაქონლო პოლიტიკა, საფასო პოლიტიკა, საკომუნიკაციო პოლიტიკა, გასაღების და გაყიდვების პოლიტიკა და სხვა).

 

მარკეტინგის აუდიტის ანგარიში მოიცავს:

  • მონაცემთა ანალიზსა და დასკვნებს;

  • სიტუაციის აღწერასა და გამოვლენილ პრობლემების აღწერას;

  • რეკომენდაციებს საჭირო/აუცილებელი ცვლილებების შესახებ;

  • მარკეტინგის სტრატეგიის კონცეფციას და, საჭიროების შემთხვევაში, მარკეტინგის რესტრუქტურიზაციის პროგრამას;

  • ორგანიზაციულ-მეთოდურ რეკომენდაციებს (მარკეტინგის დეპარტამენტის სტრუქტურა და დებულება, სტანდარტები,  მაჩვენებლები და სხვა).

bottom of page