რატომ გჭირდებათ საკონსულტაციო კომპანია
კომპანიაში კრიზისი მაშინ იწყება, როცა იგი ვერ უმკლავდება წამოჭრილ პრობლემებს.
კრიზისს კომპანია ან წარმატებით ართმევს თავს, ან შედის უძრაობისა და ორგანიზაციის კვდომის სამწუხარო პროცესში. ამიტომაა აუცილებელი სირთულეებსა და გამოწვევებზე დროული რეაგირება.
მაგრამ საკუთარი პრობლემების შეფასება რთული საქმეა, ზოგჯერ - შეუძლებელიც.
ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ პრობლემები ხშირად თავად თანამშრომელთა მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია და, აქედან გამომდინარე, სიტუაციის შეფასებისას ისინი სუბიექტური და მიკერძოებული არიან.
მეორე მიზეზი ისაა, რომ ბიზნესის სრული, ობიექტური და ფასეული აუდიტის განხორციელებისთვის პერსონალის კომპეტენცია, როგორც წესი, საკმარისი არაა.
მესამე მიზეზი ბიზნესის სფეროში წარმოუდგენელი სისწრაფით მიმდინარე ცვლილებების პროცესებია, რაც, უბრალოდ სულის მოთქმის საშუალებას არ მოგცემთ და გაიძულებთ მუდმივად განვითარებისა და ცვლილებების მონაწილე იყოთ, რაც სულაც არაა მარტივი საქმე.
სწორედ ამ მიზეზთა გამოა საჭირო კომპანიაში არსებული პრობლემების გამოვლენისა და შეფასებისთვის დამოუკიდებელი და გამოცდილი კონსულტანტებისა და ექსპერტების ჩართვა.
რას გთავაზობთ
ჩვენი კომპანიის კონსულტანტები მზად არიან თქვენთან ერთად უზრუნველყონ
- არსებული ბიზნესის დიაგნოსტიკა. მათ შორის:
-
ბიზნეს-მოდელის სრული აუდიტი და დიაგნოსტიკა;
-
ბიზნეს-მოდელის ექსპრეს-დიაგნოსტიკა;
-
პროდუქტის აუდიტი;
-
მომხმარებლის და ფასეულობის აუდიტი;
-
დისტრიბუციას და ფასწარმოქმნის აუდიტი;
-
ბაზრის ტიპის აუდიტი;
-
კონკურენციის და პოზიციონირების აუდიტი;
-
მარკეტინგის აუდიტი;
-
გაყიდვების აუდიტი;
-
კადრების აუდიტი.
- არსებული ბიზნეს-მოდელის დახვეწა.
- ახალი ბიზნეს-მოდელის შექმნა.
- გაყიდვების სისტემის კონცეფციის შექმნა და დანერგვა.
- ბრენდინგის და მარკეტინგის კონცეფციის შექმნა და დანერგვა.
- პერსონალი: შერჩევა, მომზადება-ტრენინგი, ქოუჩინგი.
- პროექტის მხარდაჭერა ყველა სტადიაზე, პროექტის მართვა.
- ახალი ბიზნესის დაგეგმარება და სტარტის ხელშეწყობა. მათ შორის:
-
ახალ ფასეულობის შექმნა და ბიზნესის სტარტი;
-
ბაზრისთვის ახალი პროდუქტის/მომსახურების შექმნა და მიწოდება;
-
ბიზნესის გაფართოება (დივერსიფიკაცია)
სამაგალითოდ გთავაზობთ რამოდენიმე მომსახურების უფრო დეტალურ აღწერას
კომპეტენცია 01
კომპეტენცია 02
კომპეტენცია 03
მეთოდოლოგია
სიტუაციის შესაბამისად ჩვენ სხვადასხვა მიდგომებს, კონცეფციებს თუ ინსტრუმენტებს ვიყენებთ. მათ შორისაა:
-
ლურჯი ოკეანის სტრატეგია;
-
ფასეული შეთავაზების (ფასეულობის) შექმნა;
-
ბიზნეს-მოდელირება;
-
მომხმარებლის განვითარება (Customer Development);
-
TRIZ - საგამომგონებლო ამოცანების ამოხსნის თეორია და სხვა
ამავე დროს ჩვენ ვუზრუნველყოფთ საქმისადმი კომპლექსურ და სისტემურ მიდგომას, ობიექტურობას.
წაიკითხეთ ამ თემაზე